ხუთშაბათი, 2024-05-02, 07:51:05
ქართული პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
მუსიკა [38]
სურათები [19]
ვიდეოები [36]
ქალები [13]
სხვადასხვა [17]
ფილმები ქართულად [10]
მობილურებისთვის [14]
პრიკოლები [12]
ჰაკერული [4]
ფილმები [70]
პროგრამები [58]
ქართული ფილმები [9]
მულთფილმები [11]
სერიალები [8]
კლიპები [30]
counter strike [52]
თამაშები [22]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
შედეგები
სულ: 234
მთავარი » 2008 » თებერვალი » 28 » წიწამურის ტრაგედია
წიწამურის ტრაგედია
07:31:26

1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე ილია ჭავჭავაძე თბილისიდან საგურამოში ეტლით გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ოლღა, მოსამსახურე იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური.

12:00 საათზე საგურამოდან 4 ვერსის დაშორებით, წიწამურთან, ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”…

ოლღა მძიმედ დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილზე უგრძნობ მდგომარეობაში იპოვეს ათობითი ჭრილობით თავზე, სახეზე…


მოკლეს ილიას მსახურიც იაკობ ბითარიშვილი.

მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი.

…`მოკლეს, განგმირეს მგოსანი!..~ მოკლეს ის ადმიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამშობლოს თავდადებით ემსახურებოდა. ციური მადლით მირონცხებულმა ილიამ კი არ დატოვა დარგი, რომელსაც მისი მადლიანი კალამი არ ამშვენებდეს, მისი გონების სხივით არ იყოს გაშუქებული…

- რად მოკლეს ილია და ვინ მოკლა იგი?

დიდი ილია დაობლებული საქართველოს მამამთავარი და სიკვდილამდე სამშობლოს მოჭირნახულე იყო.

ილია ჭავჭავაძე იყო ერთი და მხოლოდ მას ერთს შეეძლო ერის მტრისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. 1906 წლის 6-8 აპრილს ილია აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურობის წარმომადგენლად. იგი მეორე დღესვე რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს: “არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები, საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს!” (ჟურნ. “განათლება”, 1908 წ. N3-4, გვ 108).

ილიამ გაუბედურებული ხალხის ინტერების დაცვა აქტიურად განაგრძო. მან მოითხოვა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის გაუქმება, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ავტონომია. ამის გამო რუსეთის “ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, დაუპირისპირდნენ. მათ თავიანთ გაზეთ “კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს. ათასგავარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის ილიაც. და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”…

და მაინც ვინ მოკლა იგი?

ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში.

ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.

მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს..

სტატია შეადგინა Plutom-მ

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1906 | დაამატა: pluto | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  თებერვალი 2008  »
ორსაოთხუპაშაკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829
ძებნა
საიტის მეგობრები



null

Image Hosted by ImageShack.us

null


PLUTO_ADMIN

სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024